AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს]]> ajaratv.ge/article/154313 https://ns4.ajaratv.ge/rss შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება - კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

]]>
Sun, 27 Jul 2025 22:25:17 +0400
<![CDATA[პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება]]> ajaratv.ge/article/154312 https://ns4.ajaratv.ge/rss პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ბავშვი რეანიმაციაში წევს. 

მარიამი 6 თვიანი დაიბადა, 3 თვის განმავლობაში იყო ინკუბატორში, ჟანგბადდამოკიდებული. ბავშვს დაუდგინდა დღენაკლულთა რეთინოპატია და ძალიან რთული ნევროლოგიური მდგომარეობით გამოწერეს საავადმყოფოდან. ბავშვს, ასევე, აღმოაჩნდა ცერემბრალური დამბლა. მარიამს კვლევებისთვის თურქეთში გადაყვანა ესაჭიროება, რისი ფინანსური რესურსი ოჯახს არ აქვს. ამჯერად, ბავშვს ფილტვების პრობლემებიც აქვს.

მარიამის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს: 

"მარიამი დაიბადა 6 თვიანი,3 თვე იყო ინკუბატორში ჟანგბადზე შეერთებული. არავის ეგონა თუ გადარჩებოდა მაგრამ გადარჩა. დღენაკლულთა რეთინოპათია დაუდგინდა იქვე, 3 სტადია, ორივე თვალში გაუკეთდა ნემსი ავასტინი, ახლა აქვს 1 სტადია. თავში 2 ხარისხის ჩაქცევით, რეთინოპატიით და ძალიან რთული ნერვოლოგიური მდგომარეობით გამოწერეს მარიამი ინკუბატორიდან.

მას მერე დაუდგინდა რომ აქვს ცერემბრალური დამბლა, ვერ წვება ზურგზე,ვერც მუცელზე, ვერ ხედავს, დაახლოებით 2 თვეა დაუდასტურდა ეპილეფსია დანიშნული აქვს საბრილი  მაგრამ მაინც აქვს შეტევები.

ბავშვი ახლა არის 9 თვის, ასაკთან შედარებით წონით არის პატარა.

გადასაყვანია თურქეთში რათა გაუკეთდეს ყველანაირი კვლევა." - ამბობს დედა.

 

GE46BG0000000035191000 საქართველოს ბანკი

 

GE93TB7657845064300105 "თიბისი" ბანკი

მიმღები: ლ.ხ.

]]>
Sun, 27 Jul 2025 21:42:46 +0400
<![CDATA[“ოქროს საწმისის” მფლობელი ეთნიკური ქართველი სტამბოლიდან]]> ajaratv.ge/article/154311 https://ns4.ajaratv.ge/rss რუბრიკა “ფრაგმენტები” გაგაცნობთ სტამბოლში მცხოვრებ ერდალ ქუჩუკს იგივე ელიზბარ ცივნარიძეს. საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს “ოქროს საწმისის” მფლობელ ეთნიკურ ქართველს, რომელსაც ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი და დღემდე შეაქვს.  მას ეკუთვნის არაერთი დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს შესახებ მოამზადა და თურქეთის მთავარ არხზე გაუშვა. ირინე წუწუნავა და ვალერი ვახტანგაძე მოგიყვებათ - ვინ არის ერდალ ქუჩუკი იგივე ელიზბარ ცივნარიძე.

]]>
Sun, 27 Jul 2025 20:37:16 +0400
<![CDATA[ზვიად გამსახურდიას ქუჩის #11-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისას დაშავებული მუშა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი - ბათუმის მერია]]> ajaratv.ge/article/154310 https://ns4.ajaratv.ge/rss ზვიად გამსახურდიას ქუჩის #11-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისას დაშავებული მუშა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, - ამის შესახებ, ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შენობა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შეფასდა როგორც ავარიული და დაიწყო მისი დაუყოვნებლივი დემონტაჟი.

"ზვიად გამსახურდიას ქუჩის #11-ში არსებული საცხოვრებელი სახლის სადემონტაჟო სამუშაოების პროცესში დაშავდა ერთ-ერთი მუშა, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში.

 

აღნიშნული შენობა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შეფასდა როგორც ავარიული, რომლის ექსპლუატაციაც არსებული სახით იყო საფრთხისშემცველი. შესაბამისად, დაიწყო მისი დაუყოვნებლივი დემონტაჟი.

 

მაცხოვრებლები წინასწარ გადაყვანილნი იყვნენ ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით, ხოლო ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტები დროებით დაიხურა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით", - აღნიშნულია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.

 

]]>
Sun, 27 Jul 2025 20:04:23 +0400
<![CDATA[სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები, მზად ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - მიხეილ ყაველაშვილი]]> ajaratv.ge/article/154309 https://ns4.ajaratv.ge/rss სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები. წინა ადმინისტრაციის მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება იყო, ახლა შეიცვალა, ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო აშშ-ისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება და მზად არის დისკუსიისთვის.

„იმ ღირებულებებზე, გამოწვევებზე, რაზეც დღეს არსებული ადმინისტრაცია საუბრობს, ამაზე ჩვენ უფრო ადრე ვსაუბრობდით. სწორედ ამ გამოწვევებს ვებრძოდით და არა აშშ-ს ან ევროკავშირს, როცა ორმაგი სტანდარტი იყო მათი მხრიდან, რასაც დღევანდელი ადმინისტრაციაც ამხელს. უკვე საქილიკო გახდა, რომ რუსულის იარლიყს იყენებენ, როცა არ აქვთ არგუმენტი. სასაცილოა ამ თემაზე საუბარი. ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მოხდება ჩვენი შეხვედრა. ჩვენ არაფერს ვცვლით. ჩვენ ვართ გულწრფელები, მოქალაქეებს ვესაუბრებით, რა გვსურს, რა გზას ვირჩევთ. შემხვედრ ნაბიჯებზე დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ამერიკის არსებულმა ადმინისტრაციამ უნდა აიღოს, სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

]]>
Sun, 27 Jul 2025 19:49:12 +0400
<![CDATA[საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო]]> ajaratv.ge/article/154308 https://ns4.ajaratv.ge/rss საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სპორტს და სპორტულ ღონისძიებებს. დღე არ გავა, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა არ გაგვახარონ და დიდ წარმატებას არ მიაღწიონ. 2012 წლიდან დაწყებულია სპორტისა და სპორტული ფედერაციების მიზანმიმართული განვითარება.

 

საქართველო პრეზიდენტმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.

 

„ყველა რეგიონში იქნება მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ამას შედეგიც აქვს. ეს არის საწყისი ეტაპი. მერწმუნეთ, წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველოდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა. ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ორკესტრმა შეასრულა, რასაც ვერტმფრენების საჩვენებელი გადაფრენა მოჰყვა. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა რბოლის დაწყებამდე რუსთავის ავტოდრომზე მისულ სტუმრებს შოუ-პროგრამით უმასპინძლეს. კერძოდ, გაიმართა ისტორიული ავტომობილების გამოფენა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

]]>
Sun, 27 Jul 2025 19:45:50 +0400
<![CDATA[არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება - გიორგი ვოლსკი]]> ajaratv.ge/article/154306 https://ns4.ajaratv.ge/rss კორუფცია ისეთი თემაა, კი არ უნდა დამალო, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსფარენტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომლებიც იქნება მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხი კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი იქნება.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს კიდევ გაფართოვდება სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ფაქტია, რომ არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, ეს სახელმწიფოს ანგრევს, სახელმწიფოს საფუძვლებს ანგრევს. რასაკვირველია, საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ რეიტინგები ძალიან მაღალია საქართველოსი, მოწინავე ქვეყნებშია, ასწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის სისტემიდან გამომდინარე. ჩვენ ეს რეიტინგი უნდა შევინარჩუნოთ, და არა მარტო რეიტინგისთვის, არამედ სახელმწიფოს გადასარჩენად, მისი სტაბილურობისთვის საჭიროა, იყო მკაცრი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია სამართლიანობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. 

სუს-ის ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივიქმედებების შედეგად სახელმწიფოს 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

]]>
Sun, 27 Jul 2025 19:25:14 +0400
<![CDATA[რუბრიკა „ფრაგმენტები“]]> ajaratv.ge/article/154305 https://ns4.ajaratv.ge/rss დღეს რუბრიკა “ფრაგმენტების” დღეა და ამჯერად, ჩვენ ეთერს დავუთმობთ სტამბოლში მცხოვრებ ერდალ ქუჩუკს იგივე ელიზბარ ცივნარიძეს. გაგაცნობთ საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს “ოქროს საწმისის” მფლობელ ეთნიკურ ქართველს, რომელსაც ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი და დღემდე შეაქვს. 

მას ეკუთვნის არაერთი დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს შესახებ მოამზადა და თურქეთის მთავარ არხზე გაუშვა. ვინ არის ერდალ ქუჩუკი იგივე ელიზბარ ცივნარიძე  - ამას 20 საათიან გამოშვებაში გაიგებთ.

]]>
Sun, 27 Jul 2025 18:25:16 +0400
<![CDATA[ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს]]> ajaratv.ge/article/154304 https://ns4.ajaratv.ge/rss პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს, – ინფორმაცია აჭარის ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობის, ასევე, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.

კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებითაა დაწყებული.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს როგორ უპირისპირდე ლუკა კურტანიძე ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს.

]]>
Sun, 27 Jul 2025 18:14:12 +0400
<![CDATA[გამოხმაურება დაკავების ფაქტზე]]> ajaratv.ge/article/154301 https://ns4.ajaratv.ge/rss სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებებს აფასებენ პოლიტიკოსები.

]]>
Sun, 27 Jul 2025 17:45:46 +0400
<![CDATA[ფიდეს მსოფლიო თასი ჭადრაკში]]> ajaratv.ge/article/154300 https://ns4.ajaratv.ge/rss -ბათუმში  ქალთა მსოფლიო თასზე ჭადრაკში ფინალური ეტაპის კლასიკური პარტია მიმდინარეობს. პირველი ადგილისთვის  ორი ინდოელი, ხოლო მესამე მეოთხე ადგილისთვის ჩინელი მონაწილე  იბრძვის. ვინ გახდება ქალთა მსოფლიო თასის  მფლობელი ჭადრაკში,  რამდენიმე საათში  გამოვლინდება.  ქალთა მსოფლიო თასს ბათუმი 5 ივლისიდან მასპინძლობს. შეჯიბრის ორგანიზატორები არიან    საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია ასევე საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციები. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150 მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

]]>
Sun, 27 Jul 2025 17:42:18 +0400
<![CDATA[მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე - გარემო]]> ajaratv.ge/article/154298 https://ns4.ajaratv.ge/rss საქართველოში ჰაეროს ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსამდე მოიმატოს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„27-31 ივლისს – დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.

 

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

]]>
Sun, 27 Jul 2025 17:19:01 +0400