ბათუმში აქციის მონაწილეთა კარავი პოლიციამ აიღო

29 იანვარი 2025, 21:28 583 ნახვა

პოლიციასა და აქციის მონაწილეთა დაპირისპირება ბათუმში კარვის კონსტრუქციის აღებით დასრულდა. პოლიციის  ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განმარტებით, იმის გამო, რომ კარავი იდგმებოდა ტროტუარზე, შესაძლოა ქუჩაც გადაკეტილიყო, ამიტომაც  მათ მოთხოვეს აქციის მონაწილეებს, რომ კარავი გადაეტანათ სხვა ლოკაციაზე. პოლიციელებს, როგოც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუსახელებიათ კანონის კონკრეტული ნორმა,რაც უზღუდავდა მათ კონსტრუქციის გაშლას. სამართალდამცავების მოწოდების შემდეგ რამდენიმე პოლიციელმა აიღო  კონსტრუქცია და ადგილიდან გადაიტანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი