რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნა - შეფასება

07 მარტი 2025, 19:51 338 ნახვა

რუსეთი კვლავ ითხოვს საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და საქართველოს მიერ “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4-5 მარტის ჟენევის ფორმატში შეხვედრების შემდეგ ავრცელებს.
“რეგიონში საერთო ვითარების შემდგომ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობდა საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით”, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც სახელმწიფო გამოცემა TASS-ი ციტირებს.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი რეზოლუცია “სერიოზულ გამაღიზიანებლად” რჩება. რუსეთის საგარეო უწყების ეს განცხადება შეაფასეს თბილისში.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი