თორნიკე შენგელია „ტრევიზოსთან“ მატჩის MVP გახდა

08 აპრილი 2025, 09:29 213 ნახვა

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ტრევიზო“ 80:74 დაამარცხა, მატჩის MVP კი ქართველი კალათბურთელი გახდა.

შენგელიამ 35 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა.

„ვირტუს ბოლონია“ სერია A-ში 18 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, „ბრეშას“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი