წამების ფაქტები ე.წ. „ზილების საქმეზე“

08 აპრილი 2025, 17:58 274 ნახვა

ე.წ “ზილების რევოლუციის “ საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ წინა ხელისუფლების მიერ გასამართლებულ პირებს მოუსმინა. ერთ-ერთი იყო ბესიკ ბერიტაშვილი, რომელიც 2011 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა და იგი სახელმწიფოს გადატრიალების მუხლით გაასამართლეს.
ბესიკ ბერიტაშვილის ინფორმაციით, მისი დაკავების შემდეგ კუდის მაშინდელმა ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ მას უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა , კასტეტით ცემის დროს მოტეხა ყბა.
როგორც მან კომისიაზე განაცხადა, აყურებინეს როგორ აწამეს მისი ვაჟიშვილი გლდანის ციხეში და მუქარები იყო ქალიშვილის მისამართითაც. მასთან ერთად ე.წ. „ზილების რევოლუციის“ საქმეზე გაასამართლეს ლერი ბერიტაშვილი, ლევან ტერაშვილი და ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი , რომლებიც აცხადებენ რომ ისინი მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოგონებული ბრალდებით დააკავეს, აწამეს და მუქარით აიძულებდნენ ეღიარებინა რომ მათ იარაღი შემოჰქონდათ და გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას.
მათივე განცხადებით განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ ოლეგ ფაცაცია, დათა ახალაია და სხვა პოლიციელები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი