PACE-ს რეზოლუცია საქართველოზე

10 აპრილი 2025, 17:55 217 ნახვა

89 ხმით 3-ის წინააღმდეგ, - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუცია ადგენს არაერთ კრიტერიუმს, რომელთა შესრულება არის წინაპირობა "ქართული ოცნების" დელეგაციის რწმუნებათა სიგელების ცნობისათვის.
შესაბამისად, ძალაში რჩება წინა სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება რწმუნებათა სიგელების პირობებით ცნობასთან დაკავშირებით. ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა რეზოლუციის რამდენიმე შესწორებას, მათ შორის, ერთ-ერთი შესწორებაში წერია, რომ "ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს".
კენჭისყრამდე, სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი