აქცია 9 აპრილის მემორიალთან - შეფასებები

10 აპრილი 2025, 17:58 221 ნახვა

9 აპრილის მემორიალთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე და განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას უცხო ქვეყნების საელჩოებს და დონორ ორგანიზაციებს აკისრებს.
„თუ არ გმობ ძალადობას ე.ი. აქეზებ მას“-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს დღეს კიდევ ერთხელ უწოდა ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები.
შეგახსენებთ 9 აპრილის მემორიალთან გუშინ ხელისუფლების წევრები არ მისულან და სამების საკათედრო ტაძარში გამართულ პანაშვიდს დაესწრნენ. მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და აცხადებდნენ რომ ქართულ ოცნებას მემორიალთან მისვლის დროს დისკომფორტს შეუქმნიდნენ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი