ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები ისტორიულად და დღეს, ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ, პრაქტიკულად, სისხლისსამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში, ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ტრაგიკული მოვლენა ინგლისის ისტორიიდან გამომდინარე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება გამოთქვას.