რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევსა და ხარკოვს შეუტიეს

12 აპრილი 2025, 10:53 238 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევსა და ხარკოვს შეუტიეს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი იყო.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ხანძარი გაჩნდა კიევის სვიატოშინისა და დარნიცკის რაიონებში. დაზიანდა კერძო სახლი და არასაცხოვრებელი შენობა. დაშავდა ორი ადამიანი.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ხარკოვზე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სამი დარტყმა განხორციელდა, რომელთაგან ორი ნემიშლიანსკის რაიონში მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი