გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ოსერი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა. გიორგი 54-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე ზუსტად შეასრულა. 72-ე წუთზე კი „ლიონის“ უპირატესობა რაიან შერკიმ გაზარდა.
84-ე წუთზე მიქაუტაძის პასით ალეკსანდრ ლაკაზეტიმ გაიტანა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონმა“ 51 ქულით „ლილს“ გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მე-4 ადგილზეა.