დღეს საკანონმდებლო ორგანოში გრანტების კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

15 აპრილი 2025, 10:05 213 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში დღეს სესიაზე გრანტების კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, თანხმობის გარეშე გრანტის მიღებისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობა. ინიციატივის მიხედვით, მთავრობას, თანხმობის გასაცემად, ათდღიანი ვადა აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს. კანონი ადგენს გამონაკლისაც - ეს არის სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროები. ასევე, წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე.

დეპუტატები დღესვე ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ. კანონი მკაცრდება ნარკორეალიზორების მიმართ, შეზღუდვები უწესდებათ მომხმარებლებსაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი