მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მუშაობს მუმიად. ეს კრიმინალი, რომელმაც გააუბედურა ჩვენი ქვეყანა - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არიალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა.
"ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად. ეს კრიმინალი, რომელმაც გააუბედურა ჩვენი ქვეყანა.
მადლობას ვუხდი ,,ქართულ ოცნებას'' როგორც პარტიას, როგორც პოლიტიკურ გუნდს, ვინც სათავეში ედგა ამ კომისიის შექმნის იდეას, იმიტომ რომ ეს დასკვნა, რომელიც დაიდება იქნება მისთვის განაჩენიც. იმიტომ რომ, ის ვერ შევა ისტორიაში, თუ გვისმენს რომ იცოდეს, როგორც აღმაშენებელი. ის ვერ შევა ისტორიაში როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ან დასკვნის საფუძველზე სადაც ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება რომელიც მისი დავალებით და მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ბატონი ჯუმბერის მსგავსად არაერთ ოჯახს.
ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არიალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა. გვერდზე გაწია და თვითონ აწარმოა მერაბიშვილთან და შავლა ჯანაშვილთან ერთად, პოლიტიკოსებთან ერთად, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად ომი, რომელსაც შეიწირა არაერთი ჯარისკაცი.
დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში, კიდევ უფრო გამყარდა საოკუპაციო ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარო ჩვენს ქვეყანაში პოზიციები. სააკაშვილმა, რომელმაც დაკარგა დალის ხეობა აფხაზეთში ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ერთადერთი იყო იქ მაცხოვრებლების შემწეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტებით და ბიზსნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამც თუ ააშენა სახელმწიფო...
რისთვისაც ხალხმა თქვენ ბრძანეთ 2005 წელს ხალხი ჯერ კიდევ მის მხარეს იყო, ხალხმა ნდობა გამოუცხადა სახელმწიფო აშენებისთვის. მან ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა და ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე, თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ მისი ადგილი იქაც კი არ არის სადაც ის არის, საავადმყოფოში, მისი ადგილი არის საკანში"- განაცხადა თეა წულუკიანმა.