საგამოძიებო კომისიის სხდომა

15 აპრილი 2025, 12:42 224 ნახვა

საპარლამენტო  საგამოძიებო კომისიამ  მუშაობა  განაახლა. ამ წუთებში სხდომაზე კომისიის წევრების  კითხვებს  ჯონდი ბაღათურია პასუხობს. აპირებს     კომისიას  წარუდგინოს მასალები, რომლებიც  მისი თქმით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხელისუფლების სისტემურ დანაშაულს აჩვენებს.დღეს  განსახილველ   საკითხებს შორისაა  სწორედ თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები;  ჯონდი ბაღათურიას გარდა დღეს უნდა გამოიკითხოს   ჯუმბერ ბუზალაძე .  ამავე გამოძიების ფარგლებში დაბარების მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადების გამო გუშინ პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა. ბრალი  ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.  ასევე ქართული ოცნების ინიციატივით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ივნისამდე გაუგრძელდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი