ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

15 აპრილი 2025, 12:37 224 ნახვა

მოლდოვის დედაქალაქში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გოდერძი ბერდელიძემ, რომელიც 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, სამი მედალი მოიპოვა. მან ატაცში 123 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო აკვრაში სამივე ცდა გამოიყენა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ბერდელიძემ, ასევე, ორჭიდის ჯამშიც ვერცხლის მედალი მოიგო. ორი დღის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია –55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა რამინ შამილიშვილმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აკვრასა და ორჭიდში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი