პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ერთხმად დამნაშავედ ცნეს - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2024 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში, გორის რაიონის სოფელ ატენში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა დაზარალებულს კონფლიქტის ნიადაგზე ჯგუფურად, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 12 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.