აქციაზე დაზარებულმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა

16 აპრილი 2025, 18:00 245 ნახვა

გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი