სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

17 აპრილი 2025, 14:39 474 ნახვა

შუახევში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტების შერჩევისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დღეს ჭვანის ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.  საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება, პროგრამის ბიუჯეტი 628 ათასი ლარია. საერთო შეკრებებზე მოსახლეობა იმ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი.  შეხვედრების დასრულების შემდეგ შერჩეული პროექტები წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი