აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მინისტრებთან ერთად მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები და ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო მთავრობის ძირითად პრიორიტეტებსა და ხედვებს. სულხან თამაზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმოკლეს დროში ეფექტური პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს სამინისტროების წინაშე დგას.
მთავრობის მეთაურმა დაავალა ყველა უწყებას, რომ მაქსიმალურად გახსნილი და ეფექტური გახდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ასევე უმოკლეს ვადებში დასრულდეს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები.