ბრიუსელის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკა - შეფასებები

17 აპრილი 2025, 19:51 261 ნახვა

ბრიუსელში მიმდინარე განხილვები, იმის შესახებ, რომ ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურას ამარტივებს, მეორე დღეა შეფასებების თემაა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ ამ საკითხზე შეთანხმებას მანამდე მიაღწიონ, ვიდრე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირი იმარტივებს პროცედურას, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი გარკვეულ ქვეყნებთან შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი