თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორის განმარტებით, გვარამიამ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს. სხდომას ესწრებოდა ნიკა გვარამია, რომელიც პროცესზე პოპკორნით მივიდა. პროკურორის თქმით, გვარამიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც.