გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება

18 აპრილი 2025, 11:38 222 ნახვა

საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა მორიგი აღიარება მოიპოვა. ის ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისი კარგი თამაშით „ტენერიფე“ ლიგის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაამარცხა იტალიური „დერტონა“. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ოთხეულში შერმადინის გუნდი „გალათასარაის“ ეთამაშება. მატჩი 9 მაისს გაიმართება. შერმადინთან ერთად, სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ: მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), კენდრიკ პერი (უნიკახა), ვილიამ ჰოვარდი (ნანტერი) და ჯეიმს პალმერი (გალათასარაი).

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი