რამდენად არის მოსალოდნელი შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს ქვეყნის პირველ კანონმდებელს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტნიორებისგან ამ საკითხზე აქცენტირება არის პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის ინსტრუმენტი.
საკითხს გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი,. დეპუტატს მიაჩნია, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ტყუილად არავის მოუცია, და თუ კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის ქვეყნის პატრიოტად დარჩება.
“ხალხის ძალის ” წევრი სოზარ საუბარი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლას აანონსებს გიორგი გახარია. ამასთან აცხადებს რომ ქართული ოცნება“ ცდილობს, წინასწარ შეაგუოს მოსახლეობა ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას.