რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე.