“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურორის თქმით, მათ ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლით დაასკვნეს, რომ 50 000-ლარიანი გირაო არის ის თანხა, რომლის გადახდასაც ვაშაძე შეძლებს.
შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. სიტყვით ისარგებლა გიორგი ვაშაძემ ,როგორც მან აღნიშნა, საქმე პოლიტიზებულია.