საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება. ფერიდუნ სინირლიოღლუ დღეს ოპოზიციის ნაწილს ხვდება. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა აუდიენცია გახარია საქართველოსთვის პარტიის წარმომადგენლებთან, ამ წუთებში კი, „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ წევრებს ხვდება.
დაგეგმილია შეხვედრები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთანაც. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრაზე უარს ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის“.
მიაჩნიათ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოვიდა. ეუთოს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ცესკოს თავმჯდომარესთან. იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
შეხვედრებისას საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, თანამშრომლობა ეუთოსთან.