ცვლილებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ კანონებში

24 აპრილი 2025, 19:54 84 ნახვა

პარლამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის პროცედურები დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
ცვლილება შედის როგორც სისხლის სამართლის ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ეხება რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის უცხოელის საქართველოდან გაძევების პროცედურებსა და გარკვეულ აკრძალვებს.
იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესებს დაარღვევენ. დაგეგმილია ცვლილებები თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებითაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი