პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა უმაღლეს საბჭოში

25 აპრილი 2025, 12:08 133 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

სხდომაზე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრეს, ამასთან ტყვიით მოწამვლის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნის საკითხები განიხილეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა „უშვილობის დიაგნოსტიკისა და  მკურნალობის პროგრამის შესახებ გააკეთა კანონმდებლებთან აქცენტი. 

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით პროგრამის ბიუჯეტი მილიონ 500 ათასი ლარით გაიზარდა. 2025 წელს დაიბადა 18 ახალშობილი, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართულია 16 რეპროდუქციული კლინიკა. 

შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2025 წლის პროგრამების მიმდინარეობასა და გამოწვევების შესახებაც ისაუბრეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი