26 მაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული ახალი გეგმა, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ყოფილი პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მოსამზადებლად სპეციალურ კომიტეტს ქმნის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კომიტეტში საზოგადოების წარმომადგენლები გაწევრიანდებიან.
26 მაისის აღნიშვნის ადგილად ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირი დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ახლაც საფრთხეშია. ოპოზიციის ნაწილისთვის მისასალმებელია ზურაბიშვილის ინიციატივა და აცხადებენ, რომ ეს დღე ეროვნული დღესასწაულია და ყველამ ერთად ქართველ ხალთან ერთად უნდა იზეიმოს.
„ნაციონალურ მოძრაობაში„ აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივაში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ გეგმავენ. ექს-პრეზიდენტის განცხადებას დესტრუქციულს უწოდებენ მმართველ გუნდში.