ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის ვიზიტი ფინანსთა მინისტრმა შეაჯამა. ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან გამართული შეხვედრები მნიშვნელოვანია და მომავალში საერთაშორისო პროექტების განხორციელებისათვის მზადყოფნა გამოითქვა.