მსოფლიო ლიდერებთან ერთად პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი, მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის - მიხეილ ყაველაშვილი

26 აპრილი 2025, 16:15 133 ნახვა

მსოფლიო ლიდერებთან ერთად პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი, მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი. იტალიაში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, მიტროპოლიტ გერასიმესთან და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად ვიმყოფები. პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის“, – წერს ყაველაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი