ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

26 აპრილი 2025, 19:31 143 ნახვა

ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონია. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა შეჯიბრების ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ქართველმა სპორტსმენმა ოქრო კარიერაში პირველად მოიპოვა. ილიამ პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი სწორედ კოცოევთან დათმო.

საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მოპოვებული მედლით დაასრულა - ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ), რომელმაც ფინალში აიუბ ბლიევი დაამარცხა; ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი(-81 კგ) გახდნენ. 27 აპრილს კი საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი