ქართველი პარამკლავჭიდელის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი ბექბოსუნ ტოქტოსუნის მატჩ-რევანში ქართველის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა!
მთავარი დაპირისპირების გარდა, ერთმანეთის პირისპირ ხუთი ქვეყნის ათი მსოფლიო ჩემპიონი წარსდგა. ბათუმში მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირზე სპორტსმენები საქართველოდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან მონაწილეობდნენ.