აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, აჭარაში ვიზიტით მყოფ გაერო-სთან ბურუნდის, ლესოტოსა და ნეპალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას მთავრობის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა რეგიონისადმი გამოხატული ინტერესისთვის და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების მნიშვნელობას, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა აჭარისა და მთლიანად ქვეყნის გაცნობის მიზნით.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა გაეროსა და მის სააგენტოებთან თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, ასევე რეგიონში სხვადასხვა მსხვილი პროექტის განხორციელების, მათ შორის სოფლის განვითარებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მიმართულებით.