ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში 16 და 21 წლამდე ნაკრებებს შორის კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 21 წლამდე კარატისტთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონი ლუკა მგელაძე (-65 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალს კი ანრი მსხალაძე (+90 კგ) დასჯერდა.
საქართველოს 16 წლამდე კარატისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა. საქართველოს 16 და 21 წლამდე კარატისტთა ნაკრებებს კი სულ ათი მედალი აქვთ, მათ შორისაა სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.