საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

28 აპრილი 2025, 09:44 85 ნახვა

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში დასრულებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა.

ფინალში თავიანთი შეხვედრები მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ. ანგარიშზე 3:3, შემთხვევითობის პრინციპით, ოქროს ქულამდე დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელშიც სოფიო სომხიშვილმა ასია ტავანო დაამარცხა და ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედლებს ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი დასჯერდნენ.

საქართველოს სპორტის მინისტრს კონტინენტის პირველობის ფარგლებში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად, ევროპის ძიუდოს კავშირის დროშა გადაეცა. კონტინენტის პირველობა თბილისში მომავალ წელს, 23-26 აპრილს გაიმართება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი