დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო, პროცესი 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე.
განაცხადების მიღება 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზეა შესაძლებელი, რომელთაც საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედი 70-ზე მეტი კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს.
რეგისტრაციის პროცესში დახმარების საჭიროების შემთხვევაში მსურველებმა რესურსცენტრებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიმართონ.