საგამოძიებო კომისიის სხდომა

28 აპრილი 2025, 14:05 57 ნახვა

წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული საქმეების განხილვა  დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმით დაიწყო.    

ირკვევა რომ, თეიმურაზ ჭიჭინაძემ,  რომელიც  ენერგეტიკული კომპანიის  ერთ-ერთი  მეწილე თავად იყო 90-იან წლებში  გაჩერებული    ,,ჟინვალ ჰესი“    იჯარით შეიძინა.  თუმცა 1999 წელს, მას შემდეგ, რაც ჰესი  ტექნიკურად გამართეს და აამუშავეს   მისი ხელში  ჩაგდება  პარლამენტარმა   ვანო მერაბიშვილმა  გამოგონილი მიზეზებით სცადა, თუმცა  როგორც თქვა  საერთაშორისო სასამართლოებში   კომპანიამ დავები მოიგო. 

პაუზის შემდეგ კი  2005 წელს  კომპანიის მისათვისებლად   ჭიჭინაძის  თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა  ზეწოლები დაიწყო. 

იმდროინდელი  საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი და  ენერგოკომპანიის მეწილე  უსაფუძვლოდ დაიჭირეს,  მუქარის შედეგად  წილი მას და სხვა პარტნიორებსაც დაათმობინეს.  

შედეგად:  კომპანია გააკოტრდა, მოსახლეობას კი წყლის გადასახადი  გაუზარდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი