ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში

28 აპრილი 2025, 19:58 195 ნახვა

ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში 16 და 21 წლამდე ნაკრებებს შორის კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს 21 წლამდე კარატისტთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ვიცე-ჩემპიონი ლუკა მგელაძე გახდა, ბრინჯაოს მედალს კი ანრი მსხალაძე დაეუფლა. საქართველოს 16 წლამდე კარატისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა. საქართველოს 16 და 21 წლამდე კარატისტთა ნაკრებებს კი სულ ათი მედალი აქვთ, მათ შორისაა სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
აღსანიშნავია ბათუმელი მებრძოლების წარმატებული ასპარეზობა. მათ ანგარიშზე ხუთი მედალია. ჭაბუკთა შორის ჩემპიონები მალხაზ ქაჯაია და ედუარდ ზადორიანი გახდნენ. ჭაბუკთა შორის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს ედგარ აბგარიანი დაეუფლა.
რაც შეეხება 21 წლამდელებს, როგორც უკვე გითხარით, ლუკა მგელაძე და ანრი მსხალაძე, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. აჭარის ნაკრები უკვე დაბრუნდა ბათუში და მომავალი ტურნირებისთვის მზადება დაიწყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი