საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა დღეს. ამჯერად კომიიის წევრებმა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი გამოკითხეს. გონაშვილმა წინა ხელისუფლების პირობებში მწერალთა სახლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
გაიხსენა, როგორც წაართვეს მაშინ კავშირს შენობები, რომლებიც მათ სხვადასხვა დროს არა სახელმწიფოსგან, არამედ საჩუქრად მიიღეს მწერლებისგან. მაყვალა გონაშვილმა არაერთი ფაქტი გაიხსენა, მათ შორის, როგორც თავად აღნიშნა, მწერალთა სახლის ძალადობრივი გზით ჩამორთმევა და ასევე ცვლილება შემოქმედებითი კავშირების შესახებ კანონში, რომლითაც მათ ყველა უფლება და საარსებო წყარო წაერთვათ.
კომისიის წევრებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ მწერალთა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარესთან და დაინტერესდნენ, რას ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ის გადაწყვეტილება, რამაც მწერალთა კავშირი და მწერლები დააზარალა.