ჩხრეკა ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის და ალეკო ცქიტიშვილის სახლებში

29 აპრილი 2025, 12:08 199 ნახვა

დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობდა ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძისა და ალეკო ცქიტიშვილის ბინებში. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა დასრულდა. როგორც განაცხადა, ამოღებულია მისი მობილური ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც ბინაში იყო.

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლი დატოვეს სუსის თანამშრომლებმა, ახლა კი ბინაში პროკურატურის წარმომადგენლები რჩებიან.

როგორც მათ პროკურატურის თანამშრომლებმა განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს „საბოტაჟის“ მუხლით. 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი