საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში

29 აპრილი 2025, 14:05 89 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. იგი უკვე შეხვდა სომეხ კოლეგას და შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ისაუბრეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერსაც შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ  თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი