გურამ ქუთათელაძე UFC-ში აღარ ირიცხება

30 აპრილი 2025, 13:35 102 ნახვა

33 წლის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე UFC-ის მებრძოლთა რიგებიდან გარიცხეს, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში MMA-ის ცნობილმა ინსაიდერმა დოვმა გაავრცელა.

ორგანიზაციაში ბოლო ბრძოლა გურამ ქუთათელაძემ ბრაზილიელი კაუე ფერნანდესის წინააღმდეგ ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

შერეულ ორთაბრძოლებში ქუთათელაძემ კარიერაში 18 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 13 მოიგო. უშუალოდ UFC-ში ქართველმა ხუთი შეხვედრა გამართა – ორჯერ გაიმარჯვა და სამჯერ წააგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში