ხელვაჩაურში ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები დააჯილდოვეს

30 აპრილი 2025, 19:50 129 ნახვა

ბიბლიოთეკარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები დააჯილდოვა. კულტურის ცენტრთან არსებულ, ახალგაზრდული მიმართულებით და საჯარო სკოლების წარმატებულ ბიბლიოთეკარებს სიმბოლურად სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებაზე ხელვაჩაურის მერმა მათ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის განვითარებასა და ფონდის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში