რწმუნებათა სიგელების გადაცემა

01 მაისი 2025, 10:45 64 ნახვა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე მე-VI რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა.

ასევე, რწმუნებათა სიგელი  გადასცა ნეპალის პრეზიდენტს საქართველოს ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა. შეხვედრაზე კი ელჩმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში