გაეროსა და საქართველოს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩო მუშავდება. მდგრადი განვითარების თანამშრომლობის მიმართულებები დღეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლებმა განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელიც შემდგომში გაერო-სთან თანამშრომლობის ჩარჩოში იქნება გათვალისწინებული.
შეხვედრას საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს ყველა სააგენტოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.