5 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, არჩევნებში მონაწილეობაზე, ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მკაფიო უარს არცერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება, ქართულ ოცნებისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს რა კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში ოპოზიცია, რადგან ფიქრობენ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს.