კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დამოკიდებულია გარკვეულ ინსტრუქციაზე, რომელსაც ელოდებიან და ჯერჯერობით ვერ იღებენ - გიორგი ვოლსკი

03 მაისი 2025, 16:42 120 ნახვა

ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი გზა უფრო დამაზიანებელი იქნება ამ ხელისუფლების შესარყევად და, ზოგადად, საქართველოში დესტაბილიზაციისათვის, არჩევნებში მონაწილეობა თუ „ნაცმოძრაობისთვის“ მხარის დაჭერა, რომელიც პრაქტიკულად ლიდერის პოზიციას კარგავს ოპოზიციაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დამოკიდებულია გარკვეულ ინსტრუქციაზე, რომელსაც ელოდებიან და ჯერჯერობით ვერ იღებენ.

„ესენი ჩამოყალიბდნენ, როგორც პროფესიონალი მარიონეტები გარკვეული ძალების ხელში, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ და არ აინტერესებთ, საქართველო გადარჩება თუ არ გადარჩება. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად წყვეტენ საკითხებს. სააკაშვილს ვერ ღალატობს ლევან ხაბეიშვილის გუნდი, ხაბეიშვილი კვლავ ცდილობს მოწინავე პოზიციებზე გაიჭრას თავის პარტიაში. ცდილობენ, სალომე ზურაბიშვილი როგორმე ლიდერად აქციონ, ევრობიუროკრატია უჭერს მხარს. მას ვინც მიჰყვება, დაახლოებით იმავე ინსტრუქციით მოქმედებს, როგორც მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი პირადად. მათ აერთიანებთ ერთი მთავარი ნიშანი, ეს არის ჩამოყალიბებული, პროფესიონალი მარიონეტების გუნდი. ევრობიუროკრატიას თავისი ინტერესი აქვს, ადრე თუ გვიან, ფიქრობენ, რომ რუსეთთან მათი დაპირისპირება გარდაუვალია და მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს დღეს, იქნება უშედეგო და კვლავ რადიკალური გზით განვითარებას ფიქრობენ მსოფლიო ისტორიის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში