იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგით 34-ე კონფერენცია გაიმართა.
მოსამართლეებმა 290 ხმით იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს.
„რეზო ნადარაია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ წარდგენილი იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში და ბუნებრივია, ადგილი იყო ვაკანტური. კანონის თანახმად, ჩვენ ვალდებული ვიყავით მოგვეწვია მოსამართლეთა კონფერენცია და აგვერჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი“, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ.