მოსამართლეები სანქციებს უსამართლოს უწოდებენ

03 მაისი 2025, 17:59 147 ნახვა

მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის,  განაცხადებით აღნიშნულ პოზიციაზე კონფერენციამ მიქაბერიძე 290 ხმით აირჩია, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლე წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოსამართლე ლევან ნადარაიამ საბჭო დატოვა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ მოსამართლეებს სანქციებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მოუწიათ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში