ბათუმელი ფრენბურთელები ფინალში ითამაშებენ

05 მაისი 2025, 10:04 104 ნახვა

ქალთა ფრენბურთის კლუბი "ბათუმი" ეროვნული ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ხათუნა გიორგაძის გუნდმა ნახევარფინალურ ეტაპზე "თბილისთან" პირველ შეხვედრაში სტუმრად მოგებული 3:0 შეხვედრის შემდეგ მეტოქე საკუთარ დარბაზში 3:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ბათუმელთა მეტოქე ფინალურ შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ორი მატჩის ჯამში "იუჯის" მოუგო.

ფინალის ჩატარების ადგილი და თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში